ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება

ნორმალურად მდებარე პლაცენტის ნაადრევი აშრევება – მიზეზები: დედის სისხლძარღვოვანი დაავადებები (ორსულთა გვიანი ტოქსიკოზების მძიმე ფორმები, ჰიპერტონული დაავადება, ნეფრიტები და სხვ.), საშვილოსნოს ანთებითი და დისტროფული ცვლილებები, პლაცენტის დეგენერაციული ცვლილებები (დაგვიანებული ორსულობა, ჰიპოვიტამინოზები), საშვილოსნოს გადაჭიმვა (წყალუხვობა, მრავალნაყოფიანობა, დიდი ზომის ნაყოფი).

სისხლის დაგროვება აშრევებულ პლაცენტასა და საშვილოსნოს კედელს შორის იწვევს რეტროპლაცენტარული ჰემატომის განვითარებას, რომელიც მატულობს მოცულობაში და ჟღენთავს საშვილოსნოს კედელს სისხლით. თუკი სისხლი აღწევს საშვილოსნოს კედელსა და გარსების შორის, მაშინ ვითარდება გარეგანი სისხლდენა.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი