ოზენა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოზენა – 1. ცხვირის ღრუს ქრონიკული დაავადება, ლორწოვანი გარსის მკვეთრი ატროფიით, სქელი გამონადენის წარმოქმნით, რომელიც შრება და წარმოქმნის ცუდსუნიან ქერქებს; ხასიათდება ნიჟარების ძვლოვანი ქსოვილის და ცხვირის კედლების განლევით. გვხვდება 2 – 3 – ჯერ ხშირად ქალებში და ზოგჯერ ერთდოულად აღინიშნება ოჯახის რამდენიმე წევრში. იწყება 8 – 16 წლის ასაკში, ზოგჯერ მოგვიანებით. სიმპტომები, მიმდინარეობა. ვითარდება ნელა, ზოგჯერ ატროფიული პროცესის გადასვლით ხახის, ხორხის, ზოგჯერ კი ტრაქეისა და ბრონქების ლორწოვან გარსზე. ავადმყოფები უჩივიან ცხვირით სუნთქვის გაძნელებას, მტანჯველ სიმშრალეს და ქავილს ცხვირში, ყნოსვის მკვეთრ შესუსტებას ან სრულ არარსებობას. ცხვირიდან სუნი ძალზე შესამჩნევია გარშემომყოფთათვის (თვითონ ავადმყოფები ვერ გრძნობენ). ავადმყოფები ხშირად დათრგუნულნი არიან; ცხვირიდან არასასიამოვნო სუნის გამო ისინი გაურბიან ურთიერთობას ადამიანებთან. დიაგნოზის დადგენა ხდება ავადმყოფის დამახასიათებელი ჩივილებით, ცხვირის ლორწოვანის მკვეთრი ატროფიითა და ცხვირში ცუსდსუნიანი ქერქების არსებობით. მკურნალობა სიმპტომატურია და მიმართულია ქერქების გარბილებისა და მოხსნისაკენ, ასევე ცხვირის ღრუში სიმშრალის ლიკვიდაციისაკენ. 2.  დაავადება, რომელიც ხასიათდება ცხვირის ლორწოვანში ქრონიკული დისტროფული პროცესისა განვითარებით და მოხურო – ჭუჭყისფერი ქერქების წარმოქმნით; ვლინდება მკვეთრი უსიამოვნო სუნით ცხვირიდან.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა