ოკულო – ბუკო – გენიტალური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოკულო – ბუკო – გენიტალური სინდრომი – ორმხრივი ირიტის შეხამება პირის ღრუს რძიანასთან, სასქესო ორგანოების დაწყლულებასთან (ორივე სქესისათვის) , გარდა ამისა, აღინიშნება ერითემატოზული ხასიათის კანის ცვლილებანი და ხშირად ძლიერი ტკივილი სახსრებში. ეტიოლოგია უცნობია, შესაძლოა ვირუსული. ხშირად იწვევს ნერვული სისტემის გართულებებს მენინგო – ენცეფალიტის სახით. აქვს ბევრი კლინიკური სიმპტომი (თავის ტკივილი, მენინგეალური ჰემიპლეგია, კრუნჩხვები, ფსიქიკური მოშლილობანი). სინონიმები: ჟილბერტ – ბესის სინდრომი, ბეჰჩეტის დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა