ონეიროიდული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ონეიროიდული სინდრომი – 1. (syndromum oneiroideum; სინ.: ონეიროიდი) გონების დაბინდვა უნებლიეთ წარმოქმნილი ფანტასტიკური ბოდვითი და სიზმრისეული წარმოდგენების მოზღვავებით, რომელთაც აქვთ დამთავრებული სურათის სახე, აქვთ გარკვეული თანამიმდევრობა და ქმნიან ერთ მთლიანს; მიმდინარეობს გარემოდან სრული ან ნაწილობრივი მოწყვეტით, თვითშეგნების დარღვევით, დეპრესიული ან მანიაკური აფექტით, კატატონიის ნიშნებით, გონებაში განცდილის შინაარსის შენარჩუნებით; აღინიშნება შიზოფრენიის, ინტოქსიკაციური და ორგანული ფსიქოზების დროს. 2.  ცნობიერების დაბინდვის ფორმა უნებლიედ წარმოქმნილი ფანტასტიკური ბოდვითი წარმოდგენების მოზღვავებით. მიმდინარეობს ავადმყოფის სრული ან ნაწილობრივი განცალკევებით გარემოდან, თვითშეგნების დარღვევით, დეპრესიული ან მანიაკური აფექტით. აღინიშნება შიზოფრენიის, ინტოქსიკაციური და ორგანული ფსიქოზების დროს. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა