ონტოგენეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ონტოგენეზი – 1. (ontogenesis ბერძნ.on, ontos – არსება, არსებული, genesis – განვითარება) – ორგანიზმის ინდივიდუალური განვითარება ზიგოტის წარმოქმნიდან სიკვდილამდე, რაც რეალიზდება გენეტიკური ინფორმაციით ინდივიდუალური განვითარების პროცესში. ტერმინი შემოღებულია ე.ჰეკელის მიერ. ა.ნ.სევერცოვის (1939) მიხედვით, ონტოგენეზი მორფოლოგიური გარდაქმნების მთლიანი რთული რიგია განაყოფიერებული კვერცხუჯრედიდან რთულად აგებულ ზრდასრულ ცხოველამდე (ონტოგენეზისა და ფილოგენეზის შესახებ იხ.ბიოგენეტიკური კანონი, ფილოგენეზი, ფილემბრიოგენეზის მოდუსები, ფილემბრიოგენეზის თეორია). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)  (ფსიქოლოგია) (ბერძ. on, ნათ. ბრ. ontos – არსებული, genesis – დაბადება, წარმოშობა) ინდივიდუალური ორგანიზმის განვითარების პროცესი. ონტოგენეზი ფსიქოლოგიაში – ინდივიდის ფსიქიკის ძირითადი სტრუქტურების ფორმირება მისი ბავშვობის განმავლობაში; ბავშვთა ფსიქოლოგიის ძირითადი ამოცანაა ონტოგენეზის შესწავლა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა