ოოგონიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოოგონიები – (oogonia ბერძნ.oon – კვერცხი, gonos – დაბადება. სინ.ოვოგონიები) კვერცხუჯრედის განვითარების საწყისი უჯრედები, რომლებიც ემბრიონის საკვერცხეში მრავლდებიან და რომლებისგანაც პირველი და მეორე რიგის ოოციტების სტადიების გავლით ოოგენეზის პროცესში წარმოიქმნება მომწიფებული სასქესო უჯრედები – კვერცხ უჯრედები (მდედრობითი). ოოგონიები შეიცავენ ქრომოსომათა დიპლოიდურ ნაკრებს. ისინი მიტოზით ინტენსიურად იყოფიან. ამის მიხედვით ოოგენეზის I პერიოდს, რომლის განმავლობაში მიმდინარეობს ოოგონიების განვითარება, გამრავლების პერიოდს უწოდებენ. შემდგომში ოოგონიები მიტოზით გაყოფას წყვეტენ და მომდევნო პერიოდში – ზრდის პერიოდში გადადიან (იხ. პირველი რიგის ოოციტები). ტერმინი შემოიღო ბოვერიმ (1891). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა