ორთოსტატიკური ჰიპოტენზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორთოსტატიკური ჰიპოტენზია – კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება ორგანიზმის უნარის დარღვევით ვერტიკალურ მდგომარეობაში შეინარჩუნოს არტერიული წნევის ჩვეული დონე. შესაძლებელია გამოვლინდეს ჰორიზინტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში გადასვლის დროს, ან ხანგრძლივად დგომისას. სიმპტომები: თავბრუსხვევა, გულისწასვლის წინა მდგომარეობა, საერთო სისუსტე, სიმძიმე თავის არეში, თვალებში დაბნელება. ორთოსტატიკური ჰიპოტენზიის კორექციისათვის იყენებენ მეთოდებს, რომლებიც ზრდიან ცირკულირებადი სისხლის მოცულობის გაზრდას, ასევე საშუალებებს, რომლებიც ავიწროვებენ სისხლძარღვებს, ან ხელს უშლიან მათ გაფართოებას.

გაფრთხილება!