ორმაგი ტრისომიკები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორმაგი ტრისომიკები – (trisomici duplices იხ. ტრისომიკები) ანეუპლოიდური უჯრედები, რომელთა ქრომოსომულ ნაკრებებში დიპლოიდური რიცხვის გარდა არის კიდევ ორ – ორი სხვადასხვა და­მატებითი ქრომოსომა. მაშასადამე, ასეთ უჯრედებში ორი რო­მელიმე ქრომოსომა წარმოდგენილია სამჯერ. ორმაგი ტრისომიკების ქრო­მოსომული შემადგენლობის აღნიშვნა სიმბოლურად ასეთია: 2n+1+1. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა