ორსულთა ნეფროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორსულთა ნეფროპათია – (მეან.)ორსულთა მოგვიანებითი ტოქსიკოზის ერთ – ერთი ეტაპი (წყალმანკი, ნეფროპათია, პრეეკლამფსია, ეკლამფსია). სიმპტომები, მიმდინარეობა. დამახასიათებელია სიმპტომების ტრიადა: შეშუპება, შარდში ცილა (ალბუმინურია), არტერიული წნევის მომატება. ორი სიმპტომის არსებობის შემთხვევაშიც კი, შეიძლება დაისვას ნეფროპათიის დიაგნოზი. ჩვეულებრივ ნეფროპათიას წინ უძღვის ორსულთა წყალმანკი. სისტოლური წნევა შეიძლება გაიზარდოს 200 მმ.ვწყ.სვ – მდე, ალბუმინურია მერყეობს 0,1 – დან 5 – 9 % (გ/ლ) – მდე და ზევით. მძიმე ნეფროპათიის შემთხვევაში შარდის გამოყოფა მცირდება, ხოლო მასში ნახულობენ ცილინდრებს. ავადმყოფი ცუდად გრძნობს თავს, აღენიშნება თავის ტკივილი, უძილობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა