ორსულთა წყალმანკი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ორსულთა წყალმანკი – (მეან.) ორსულთა ტოქსიკოზის პირველი ეტაპი (წყალმანკი, ნეფროპათია, პრეეკლამფსია და ეკლამფსია), ხასიათდება ორსულობის ბოლო 3 – 4 თვეში შეშუპებების განვითარებით. სითხის დაგროვება განპირობებულია წყალ – მარილოვანი ცვლის დარღვევით და კაპილარების გამავლობის გაზრდით. სიმპტომები, მიმდინარეობა. თავდაპირველად ვითარდება ტერფის და წვივების პასტოზურობა, შემგომ კი შეშუპება. შემდგომში შეშუპებები ვრცელდება ბარძაყზე, მუცლის წინა კედელზე, ტანზე და სახეზე. ორსული წონაში სწრაფად მატულობს – კვირის განმავლობაში დაახლოებით 500 გრ. (ნორმაში ორსულობის II ნახევარში წონაში მომატება 1 კვირის განმავლობაში არ უნდა აღემატებოდეს 250 – 300 გრ.). სხეულის წონის ზედმეტი მომატება, თვალშისაცემი შეშუპებების გარეშე, მეტყველებს ფარული შეშუპებების არსებობაზე; არტერიული წნევა ნორმის ფარგლებშია, თირკმლებში, გულში, ღვიძლში და სხვა ორგანოებში ცვლილებები არ ვითარდება. დიაგნოსტიკა ეფუძნება ზემოთ აღწერილ კლინიკურ სურათს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა