ოსტეონეფროპათიები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოსტეონეფროპათიები – (ბერძ. Osteon ძვალი + nephros თირკმელი + pathos ტანჯვა, ავადყოფობა) ეტიოლოგიის მიხედვით განსხვავებული დაავადებების ჯგუფი, რომლებიც ხასიათდებიან ძვლებისა და თირკმელების დაზიანებების შერწყმით. დაავადებებს საფუძვლად უდევს კალციუმ – ფოსფოროვანი ცვლის მოშლა, გამოწვეული ძვლოვანი ქსოვილის დესტრუქციის და დემიელინიზაციის შედეგად, ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა. იმ შემთხვევაში, როდესაც ოსტეონეფროპათიის პირველად მიზეზს წარმოადგენს ძვლების დაზიანება, ხოლო ცვლილებები თირკმელებში ატარებენ მეორად ხასიათს, ლაპარაკობენ ოსტეოგენური ნეფროპათიის შესახებ. მის ყველაზე უფრო ტიპიურ გამოვლინებას წარმოადგენს ინტერსტიციული ნეფრიტი, ნეფროკალცინოზი და შარდის კენჭების წარმოქმნა. ხოლო როდესაც ჩონჩხის დაზიანების საფუძველია თირკმელების დაზიანება, ლაპარაკობენ ნეფროგენური ოსტეოპათიის შესახებ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა