ოსტეოპათია ნეფროგენური

ოსტეოპათია ნეფროგენური – (ბერძ. Osteon ძვალი + pathos ტანჯვა, ავადყოფობა; nephros თირკმელი + gennao წარმოშობა; სინ.: ნეფროგენური ოსტეოდისტროფია, ურემიული, აზოტემიური ოსტეოპენია)ჩონჩხის დიფუზური დაზიანება თირკმელების უკმარისობისა და ტუბულოპათიების დროს, განპირობებული კალციუმ – ფოსფოროვანი ცვლის დარღვევებით. ნეფროგენული ოსტეოპათიის ძირითად მიზეზს წარმოადგენს თირკმელების ქრონიკული უკმარისობა, ასევე თანდაყოლილი და შეძენილი ტუბულოპათიები. თირკმლის ქრონიკული უკმარისობის დროს ნეფროგენული ოსტეოპათია კლინიკურად ვლინდება შედარებით გვიან, როდესაც ჩონჩხის ცვლილებები საკმაოდ გამოხატულია. დამახასიათებელია ყრუ ტკივილები ძვლებში, განსაკუთრებით ღამის საათებში და ამინდის ცვლილების დროს. პერიოდულად ვითარდება ართრიტები, ბურსიტები, ტენდოვაგინიტები. დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებია კანის, სისხლძარღვების, თვალების, პარენქიმული ორგანოების კალციფიკაციები. დაავადების მიმდინარეობა პროგრესირებადია; დიალიზი და სისხლის სხვა თირკმელსგარეთა გაწმენდა არ კურნავს დაავადებას, მხოლოდ აჩერებს მის განვითარებას.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი