პანეტის უჯრედები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პანეტის უჯრედები – (enterocyti cum granulo acidophilo) ნაწლავის ეპითელიუმის უჯრედები, რომლებიც უფრო ხშირია წვრილი ნაწლავის კრიპტების სიღრმეში. ეს უჯრედები ციტოპლაზმის აპიკა­ლურ ნაწილში შეიცავს ოქსიფილურ მარცვლოვანებას. უკანასკნელი ნაწლავის წვენის პეპტინურ აქტივობასთანაა დაკავშირებული. სინ. აპიკალურმარცვლოვანი უჯრედები . ამ უჯრედებს ასე უწოდეს პირველად მათი აღმწერი ჰისტოლოგ პანეტის გვარის მიხედვით. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა