ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
პარაგანგლიომა – (paraganglioma; ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ganglion ნერვული კვანძი + – oma სიმსივნე; სინ.: ქემოდექტომა) სიმსივნე, რომელიც წარმოშობილია პარაგანგლიების უჯრედებიდან. მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის კლასიფიკაციის მიხედვით პარაგანგლიომები ჩართულია აპუდომების ჯგუფში, რომლებიც მიეკუთვნებიან რბილი ქსოვილების სიმსივნეებს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა