პარამნეზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარამნეზია – 1. (ფსიქოლოგია) (ბერძ. para – მახლობლად, mnesia – გახსენება) მეხსიერების სიცრუე, ,,ცრუ მოგონებები”. ყველაზე ხშირად პარამნეზიის ქვეშ იგულისხმება მეხსიერების დარღვევები, რომელთა დროს მოცემულ მომენტში მიმდინარე აღიქმება როგორც უკვე ოდესღაც მომხდარი. ნორმაში, პარამნეზიის წარმოქმნაში, მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ემოციები და აფექტები, საკუთარი პიროვნების გავლენის გადაფასება ზოგიერთ, ადრე მომხდარ მოვლენებში. თანამედროვე სამედიცინო ფსიქოლოგიაში დადგენილია კავშირი პარაფაზიისა მოსაზღვრე მდგომარეობებთან (სტრესი, მწვავე და ქრონიკული გადაღლა), ფსიქოსთენიასთან და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირების სხვა ცვლილებებთან. 2. დამახინჯებული მოგონებებისა (კრიპტომნეზია) და მცდარი მეხსიერების (კონფაბულაცია) საერთო სახელწოდება.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა