პარანოიდული სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარანოიდული სინდრომი – (ბერძ. Paranoia შეშლილობა + eidos სახე; სინდრომი; სინ.: ჰალუცინაციურ – პარანოიდული სინდრომი) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ვლინდება დევნის ბოდვითი იდეებით და სენსორული დარღვევებით, ვერბალური (სიტყვიერი) ჰალუცინაციებისა და ფსიქიკური ავტომატიზმის ფორმით. ავადმყოფი თვლის რომ იგი იმყოფება დანაშაულებრივი ორგანიზაციის მეთვალყურეობის ქვეშ, რომლის წევრები უთვალთვალებენ მის ყოველ ნაბიჯს. პარანოიდული სინდრომი შესაძლოა შემოიფარგლოს დევნის ბოდვებითა და იდეატორული ავტომატიზმით. უფრო მძიმე შემთხვევებში ამ დარღვევებს უერთდება სენსორული ავტომატიზმი, ხოლო მისი განვითარების გვიან ეტაპებზე წარმოიქმნება მოტორული ავტომატიზმი. პარანოიდული სინდრომი წარმოიქმნება ქრონიკულად მიმდინარე დაავადებების, მაგ. შიზოფრენიის, ენცეფალიტის დროს. პროგნოზი დამოკიდებულია ძირითადი დაავადების თავისებურებაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა