პარატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარატროფია – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + trophe საკვები, კვება) ადრეული ასაკის ბავშვებში კვების ქრონიკული მოშლის ტიპი, რომელიც ხასიათდება სხეულის ჭარბი ან ნორმალური მასით, სიმსუქნით, ასევე ქსოვილთა ჰიდროლაბილობით. განასხვავებენ მის ორ ფორმას: ლიპომატოზურს (გასუქება) და პასტოზურს (ლიპომატოზურ – პასტოზურს) ; პარატროფიის ეგზოგენური მიზეზია საკვების მაღალი კალორიულობა, როდესაც საკვებში შემავალი ცხიმებისა და ნახშირწყლების შემცველობა გაცილებით აჭარბებს ბავშვის ორგანიზმის ენერგეტიკულ დანახარჯებსა და მის მოთხოვნილებებს. ხოლო ენდოგენურ ეტიოლოგიურ ფაქტორს წარმოადგენს კონსტიტუციური წინასწარგანწყობა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა