პარკუჭების ფიბრილაცია

პარკუჭების ფიბრილაცია (fibrillatio ventriculorum)
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარკუჭების ფიბრილაცია – 1.  გულის არითმია, რომელიც ხასიათდება პარკუჭების მიოფიბრილების სრული ასინქრონულობით, რაც იწვევს გულის, როგორც ერთგვარი ტუმბოს ფუნქციის შეწყვეტას.
2.  სიცოცხლისათვის საშიში პათოლოგიური მდგომარეობა: გულის კუნთოვანი ბოჭკოების ცალკეული ჯგუფების უწესრიგო შეკუმშვა. იწვევს სისხლის დინების შეწყვეტას მსხვილ არტერიებში.

მიმდინარეობა

პარკუჭთა ხანგრძლივ ფიბრილაციას მივყავართ ბიოლოგიური სიკვდილის განვითარებამდე, თუმცა მიოკარდიუმის დანარჩენმა კუნთოვანმა ბოჭკოებმა შესაძლოა განაგრძონ შეკუმშვა რამდენიმე წუთის განმავლობაში.

დიაგნოსტიკა

დიაგნოზი დაფუძნებულია ელექტორკარდიოგრაფიული გამოკვლევის მონაცემებზე.

მკურნალობა

პარკუჭოვანი ფიბრილაციის პირველი 30 წმ – ის განმავლობაში შესაძლოა ეფექტური იყოს მუშტის მკვეთრი და ძლიერი დარტყმა გულმკერდზე. გულის ნორმალური მუშაობის აღდგენის ძირითადი მეთოდია – დეფიბრილაცია.

პარკუჭების ფიბრილაცია – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 პარკუჭების ფიბრილაცია – გულის არითმია, რომელიც ხასიათდება პარკუჭების მიოფიბრილების სრული ასინქრონულობით, რაც იწვევს გულის, როგორც ერთგვარი ტუმბოს, ფუნქციის შეწყვეტას
🩸 პარკუჭების ფიბრილაციის დროს პარკუჭების კედლები ქაოსურად მოძრაობს, არ იკუმშება, გული სისხლს აღარ ტუმბავს. შესაბამისად, პარკუჭების ფიბრილაცია გულის გაჩერების ერთ-ერთი ფორმაა
🆘 გადაუდებელი მკურნალობის გარეშე გამოსავალი ფატალურია

🔎 პარკუჭების ფიბრილაციის ყველაზე ხშირი მიზეზია გულის კუნთის სისხლით მომარაგების არაადეკვატურობა. სხვა მიზეზებია:
➡️ შოკი (ძალიან დაბალი სისხლის წნევა);
➡️ ელექტროტრავმა;
➡️ წყალში დახრჩობა;
➡️ კალიუმის ძალიან დაბალი დონე სისხლში (ჰიპოკალიემია);
➡️ მედიკამენტები, რომლებიც გავლენას ახდენს გულის ელექტრულ აქტივობაზე (ნატრიუმის და კალიუმის არხების ბლოკერები)

🔎 პარკუჭების ფიბრილაციის დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები:
✅ გონების მოულოდნელი დაკარგვა;
✅ გუგების გაფართოება;
✅ არ ისინჯება პულსი;
✅ არ ისინჯება სისხლის წნევა
⭕️ დიაგნოზი დასტურდება ელექტროკარდიოგრაფიით
📌 https://bit.ly/3Qgups5

 #გულფილტვისრეანიმაცია #როდისმიმართავენგულფილტვისრეანიმაციას #CPR #გფრ #რეანიმაციულიღონისძიებები #გულისარაპირდაპირიმასაჟი #გულისმასაჟი #პარკუჭებისფიბრილაცია #ეკგ #გულისარითმია #პარკუჭებისასინქრონულობა #გულისმუშაობისდარღვევა #ელექტროტრავმა #შოკი #ჰიპოკალიემია #გონებისუეცარიდაკარგვა #გუგებისგაფართოება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა