პაროვარიული ცისტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პაროვარიული ცისტა – (ბერძ. Para მახლობლად, ახლოს + ლათ. Ovarium საკვერცხე) კეთილთვისებიანი სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც მდებარეობს საშვილოსნოს ფართო იოგისა და საკვერცის დანამატიდან გამომავალ ფურცლებს შორის. კლინიკურად ხასიათდება არამუდმივი ტკივილებით მუცლის ქვემოთა და წელის არეში. ცისტის ზრდასთან ერთად ჩნდება მეზობელ ორგანოებზე ზეწოლის სიმპტომები და მუცლის ზომებში ზრდა. ზოგჯერ აღინიშნება მენსტრუალური ციკლის დარღვევები და უნაყოფობა. პაროვარიული ცისტის დროს შესაძლოა განვითარდეს ცისტის ფეხის გადაგრეხვა. დიაგნოსტირება ხდება ულტრაბგერითი გამოკვლევით; მკურნალობა ოპერაციულია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა