პარონიქია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარონიქია – 1. (ქირურგ.) ფრჩხილისახლო ამობუცულობის ანთება. მიზეზები – ჩხვლეტის შედეგად მისი დაზიანება, ნუნის აცლა, ჰიგიენის წესების დაცვის გარეშე გაკეთებული მანიკიური. სიმპტომები, მიმდინარეობა. ფრჩხილისახლო ამობურცულობის ტკივილი, შეშუპება და სიწითლე, უმნიშვნელო ჩირქოვანი გამონადენი, პალპაციით – მტკივნეულობა. მკურნალობა. თავდაპირველად თბილი სოდის აბაზანები, ანტისეპტიკებით დასველებული საფენები, სპირტიანი კომპრესები. თუკი აღნიშნული მკურნალობა შედეგს არ იძლება, ტარდება ოპერაცია. უნდა გვახსოვდეს სოკოვანი დაზიანების შესახებ. 2. ფრჩხილის ირგვლივი მორგვის ანთება; მიმდინარეობს გაწითლებითა და შეშუპებით, სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილის სინდრომით. დიაგნოზის დადგენა რთული არ არის. საწყის სტადიებზე მკურნალობა კონსერვატულია – აბაზანები კალიუმის პერმანგანატის ხსნარით, ანტისეპტიკების ნახვევები (დიოქსიდინის მაზი, ლევოსინი, ლევომიკოლი) ფრჩხილის ირგვლივი მორგვის აწევის შემდეგ და მის ქვეშ დოლბანდის მოთავსებით. პანორიქიამ შესაძლოა გამოიწვიოს ფრჩხილქვეშა პანარიციუმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა