პეიტც – ეგერსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პეიტც – ეგერსის სინდრომი – (J. L. Peutz, ჰოლანდ. ექიმი; H. Jeghers) კუჭ – ნაწლავის ტრაქტის მემკვიდრულ – ოჯახური პოლიპოზი, რომელიც შერწყმულია კანისა და ლორწოვანი გარსების კეროვან მელანოზთან. სინდრომი ვლინდება წვრილი ნაწლავის მრავლობითი პოლიპოზებით, იშვიათად ზიანდება მსხვილი ნაწლავი და კუჭი, და კეროვანი მელანოზით, მუქი ფერის ჭორფლით, იშვიათად რძიანი ყავის ფერის ლაქებით ტუჩებზე, სახის კანზე, სხეულის სხვა ნაწილების კანზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა