პერელმანის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერელმანის სიმპტომი – 1. ფეხში ტკივილის წარმოქმნა ან გაძლიერება კიბიდან ან რაიმე სიმაღლიდან ჩამოსვლისას (ანუ იმ დროს, როდესაც ავადმყოფი სრულად შლის ფეხს მუხლის სახსარში); ნიშანია მენისკის დაზიანებისა; 2. მუხლის სახსრის გარეთა ან შიგა მხარეზე ტკივილის წარმოქმნა ან გაძლიერება ბრუნვითი მოძრაობის დროს; ნიშანია მენისკის დაზიანებისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა