მშობიარობის შემდგომი (ლაქტაციური) მასტიტი

მშობიარობის შემდგომი მასტიტი

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.


მშობიარობის შემდგომი (ლაქტაციური) მასტიტი – გამომწვევია ჩირქმბადი მიკრობები (უფრო ხშირად სტაფილოკოკები), რომელთა ორგანიზმში მოხვედრაც ხდება დაბინძურებული ხელებით, თეთრეულით ან წვეთოვანი გზით. იშვიათად ინფექცია ვითარდება ენდოგენურად. მასტიტის განვითარებას ხელს უწყობს დვრილების ნახეთქები, რძის შეგუბება (ლაქტოსტაზი) და არასწორი გამოწველა.

ლაქტაციური მასტიტის სიმპტომები, მიმდინარეობა

გამოყოფენ საწყის სტადიას (სეროზული ანთება), ინფილტრაციის სტადიას და დაჩირქების სტადიას (ჩირქოვანი მასტიტი). მასტიტი ხშირად იწყება ტემპერატურის უეცარი მომატებით 39 გრადუსამდე და ზევით, ზოგჯერ შემცივნებით. აღინიშნება ტკივილები სარძევე ჯირკვლის მიდამოში, შეუძლოდ ყოფნა, თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, მადის დაქვეითება.
სარძევე ჯირკვალი დიდდება, სიღრმეში პალპირდება მტკივნეული, გამკვრივებული წარმონაქმნი; ზემოთაც კანი ზოგჯერ შეწითლებულია. ლიმფური კვანძები, დაზიანების მხარეს, ჩვეულებრივ გადიდებული და მტკივნეულია.

არახელსაყრელი პირობების შემთხვევაში პროცესი პროგრესირებს და ხდება ანთებითი ინფილტრატის დაჩირქება (ჩირქოვანი მასტიტი). ავადმყოფის საერთო მდგომარეობა უარესდება, ტემპერატურა მაღალია, რემისირებული ხასიათის, ხშირად აღინიშნება შემცივნება. ტკივილი სარძევე ჯირკვალში ძლიერდება, წარმოიქმნება ზიბლენიის უბანი, რომელზეც კანი მეწამული – მოლურჯო ფერისაა. ჩირქოვანი მასტიტის ყველაზე ხშირი ფორმაა მოაბსცედირე მასტიტი. აბსცესები შეიძლება იყვნენ ზედაპირულნი, შესაძლოა განლაგებულნი იყვნენ სარძევე ჯირკვლის სიღრმეში და მის უკან.
მკურნალობა მიზანშეწონილია დავიწყოთ დაავადების პირველივე ნიშნების გაჩენისთანავე.
ინიშნება ანტიბიოტიკები.
დაჩირქებისას ნაჩვენებია ქირურგიული მკურნალობა. დაავადების საწყის სტადიაში, უმჯობესია 1 – 2 დღით შევწყვიტოთ ძუძუთი კვება, ხოლო შემდეგ შევზღუდოთ დღეში 1 – 2 მიცემამდე.
თუკი ბავშვი არ იდებს ძუძუს პირში, საჭიროა რძის ფრთხილად გამოწველა. ჩირქოვანი მასტიტის, აგრეთვე დაავადების მძიმედ მიმდინარეობის შემთხვევაში და მოცულობითი დაჩირქების დროს, აუცილებელია ძუძუთი კების შეწყვეტა, ზოგჯერ კი ლაქტაციის დათგუნვაც (ამ საკითხს წყვეტს ექიმი).

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>

გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი