მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური)

მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური)

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით.

ნივთები ორსულობის შემდგომი პერიოდისათვის
ბალიშები მეძუძური დედებისათვის 
ბიუსჰალტერები მეძუძური დედებისათვის
დედის რძის გამოსაწველი ელექტრო აპარატები
დედის რძის გამოსაწველი მექანიკური  აპარატები
დედის რძის შესანახი პაკეტები
დედის რძის შესანახი ბოთლები
მშობიარობის შემდგომი ბანდაჟები
საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები
– პლასტირები (ნაწიბურის კორექციისთვის)
– კრემები, გელები (ნაწიბურის კორექციისთვის)
კომპრესიული წინდები
მალამოები მასტიტის დროს 
მასაჟორები მასტიტის დროს
კრემები მასტიტის დროს
მასტიტის დროს გამოსაყენებელი სხვადასხვა საშუალებები
სლინგები
სლინგ-შარფები

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ მშობიარობის შემდგომი პერიოდი >>


მშობიარობის შემდგომი პერიოდი (ნორმალური)

გრძელდება 6 – 8 კვირის განმავლობაში. ადგილობრივი ცვლილებები გამოიხატება საშვილოსნოს მხრივ (ინვოლუცია).
საშვილოსნოს ინვოლუციის მაჩვენებლებია მისი ფსკერის მდებარეობა: პირველი დღეების ბოლოს – ჭიპის დონეზე, მე – 5 დღეზე – ჭიპსა და უბეს შორის, მე – 10 დღის ბოლოს – უბის ქვევით. საშვილოსნოს შიგნითა პირი იხურება მე – 10 დღის ბოლოს, გარეთა – მე – 3 კვირაზე. უშუალოდ მშობიარობის შემდეგ საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი წარმოადგენს ფართო ჭრილობით ზედაპირს უხვი სეკრეტით (სისხლით). ამ ზედაპირის ეპითელიზაცია მიმდინარეობს თანდათანობით: მე – 10 დღეზე ეპითელიზდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირი, გარდა პლაცენტარული ფართისა, ხოლო მე – 3 კვირის ბოლოს ხდება საშვილოსნოს შიგნითა ზედაპირის მთლიანი ეპითელიზაცია. შესაბამისად იცვლება მშობიარობის შემდგომი გამონადენის ხასიათიც.

მშობიარობის შემდეგ პირველი 5 დღის განმავლობაში ლოქიები ჩვეულებრივ სისხლიანია; მე – 6 – დან 10 დღემდე  – უხვი მოყავისფეროა; მე – 11 – დან მე – 15 დღემდე ზომიერად მოყვითალოა; მე – 16 – დან მე – 20 დღემდე – მცირე რადენობისაა და მოთეთროა.
მესამე კვირიდან ლოქიები ღებულობენ ლორწოვან ხასიათს ლაქტოგენური ჰორმონის გავლენით; მშობიარობიდან მე – 3 – 4 დღეზე იწყება რძის გამომუშავება (ხსენი, გარდამავალი რძე, მწიფე რძე).

მშობიარობის შემდეგ მშობიარე საკმაოდ დაღლილია და საჭიროებს დასვენებას.
ტემპერატურა ნორმალურია, შეიძლება აღინიშნოს მისი ერთჯერადი მომატება მე – 3 – 4 დღეზე, რაც უკავშირდება მიკრობების შეღწევას საშვილოსნოში, ან სარძევე ჯირკვლების გამაგრების გამო.
პულსი ხშირად ნორმალურია, იშვიათად აღინიშნება ბრადიკარდია, არტერიული წნევა რამდენადმე დაქვეითებულია. საჭიროა მშობიარეზე ყოველდღიური დაკვირვება.
იზომება პულსი, არტერიული წნევა; სინჯავენ სარძევე ჯირკვლებს, ყურადღება ექცევა საშვილოსნოს ინვოლუციას, ლოქიების ხასიათს, ასევე დეფეკაციასა და მოშარდვას.
>>>  ბავშვი


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

მშობიარობის შემდგომი პერიოდი