ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზი . პოსტების სარჩევი :
1. ოსტეოქონდროზი (წინამდებარე პოსტი)
2. კისრის ოსტეოქონდროზი
3. ორთოპედიული საშუალებები ოსტეოქონდროზის დროს
4. ბანდაჟები და სხვა ორთოპედიული საქონელი გამოწერით 
5. ბანდაჟები და ორთოპედიული საქონელი ქართულ ინტერნეტში

ოსტეოქონდროზი დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება მალთაშუა ხრტილები და ძვლის სტრუქტურა. ჯანმრთელი ადამიანის ხერხემლის სვეტში დისკები ამსუბუქებენ ხერხემლის დატვირთვას და ამცირებენ დაძაბულობას. დაავადების დროს ხდება ამ პროცესების მოშლა და ჩნდება ტკივილი.
ექიმები აღნიშნულ დისფუნქციას ბავშვთა ასაკის პათოლოგიას მიაკუთვნებენ, მიზეზი –  ბავშვის მყიფე ძვლოვანი სისტემის ჩამოყალიბებაა.
მიუხედავად აღნიშნული საკითხისადმი განსხვავებული მიდგომებისა, მსოფლიო მედიცინა თანხმდება დაავადების ნიშნებისა და წარმოშობის იდენტიფიცირების საკითხში.

ოსტეოქონდროზი

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიმპტომები

  • რეგულარული ან ეპიზოდური ტკივილი ზურგის არეში, კუნთების დაძაბულობა.
  • კისრის ან წელის არეში ე. წ. ,,ჭიანჭველების ცოცვის”  შეგრძნება;
  • გამჭოლი ტკივილები ზურგის არეში;
  • ტკივილი ხელების  ზემოთ აწევისას, ან თავის რხევითი მოძრაობების დროს;
  • პერიოდულად განმეორებადი თავბრუსხვევა;
  • ხმაური ყურებში;
  • გულისრევის შეგრძნება.

თუ ზემოთ ჩამონათვალში ნაცნობ სიმპტომებს აღმოაჩენთ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ დიაგნოსტიკურ ტესტებს.
თუ პათოლოგია გამოვლინდა, ინიშნება მკურნალობა დაავადების პროგრესირებისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად.


ვის მივმართოთ ოსტეოქონდროზის სამკურნალოდ

ოსტეოქონდროზის დროს გამოსაყენებელი კორსეტები, ბანდაჟები მსოფლიოს წამყვან ინტერნეტ-მაღაზიებში 

ყიდვისას, ამაზონზე გადადით წინამდებარე გვერდის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში თქვენს ეკრანზე გამოსხივდება ფასები რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. ხშირ შემთხვევაში ამით სოლიდურ თანხას დაზოგავთ. ზოგჯერ 60 %-საც. დეტალურად იხილეთ წინამდებარე გვერდის ბოლოში.

  1. აღნაგობის კორექტორები
  2. სხეულის აღნაგობის კორექტორები ბავშვებისათვის
  3. სხეულის აღნაგობის კორექტორები კაცებისათვის
  4. სხვეულის აღნაგობის კორექტორები ქალებისათვის
  5. ორთოპედიული კორსეტები
  6. ორთოპედიული კორსეტებიმამაკაცის
  7. ორთოპედიული კორსეტები ქალებისათვის
  8. კისრის
  9. კისრის ბანდაჟები
  10. კისრის კორსეტები
  11. ორთოპედიული ბალიშები
  12. მხრების
  13. მხრების გასასწორებელი ქამრები
  14. მხრის ბანდაჟები
  15. ზურგის
  16. ზურგის ბანდაჟები
    ქალებისათვის
    კაცებისათვის 
  17. გულმკერდის
  18. გულმკერდის ბანდაჟები, ფიქსატორები
    გულმკერდის ბანდაჟები ქალებისათვის
    გულმკერდის ბანდაჟები კაცებისათვის
  19. გულმკერდ-წელის
  20. გულმკერდ-წელის ბანდაჟები, კორსეტები
  21. წელის
  22. წელის ბანდაჟები, კორსეტები
  23. წელის ორთოპედიული სარტყლები
  24. გავა-წელის
  25. გავა-წელის ნაწილის ბანდაჟები, კორსეტები, ქამრები

ოსტეოქონდროზის მიზეზები

თუკი ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს ფეხზე მდგარი ატარებს, დაავადების რისკი მატულობს.
დგომისას იტვირთება მალთაშუა დისკები.
დროთა განმავლობაში მათ ზედაპირზე ჩნდება ნაპრალები, წარმოიქმნება თიაქრები, რომლებიც ზეწოლას ახდენენ სისხლძარღვებზე, ზურგის ტვინზე და ფესვებზე.
კუნთები განიცდიან სპაზმს და ტკივილი მატულობს.

ოსტეოქონდროზი ქალებსა და მამაკაცებში თანაბარი სიხშირით გვხვდება. განსაკუთრებით ხშირად ავადდებიან  პარიკმახერები, გამყიდველები, მძღოლები, ოფისის მუშაკები; მნიშვნელოვანი ფაქტორია ასაკი.

ოსტეოქონდროზის ხელშემწყობი ფაქტორებია

  • ბრტყელტერფიანობა
  • მემკვიდრეობითი წინასწარგანწყობა;
  • ჭარბი წონა;
  • ნაკლებმოძრავი ცხოვრების წესი;
  • სიმძიმეების ხშირი აწევა;
  • ჭარბი ფიზიკური დატვირთვა სპორტსმენებში;
  • ტრავმები

ხერხემლის ოსტეოქონდროზის სტადიები

სტადია 1: საწყის სტადიას არა აქვს მკაფიო სიმპტომები. ადამიანს პერიოდულად აწუხებს ხერხემლის რაღაც ნაწილი. ტკივილი დროებითია და დაკავშირებულია გადაჭარბებულ დატვირთვასთან.
ამ ეტაპზე დიაგნოზის დასმა ხდება შემთხვევით, პროფილაქტიკური სკრინინგის – რენტგენის ან კომპიუტერული ტომოგრაფიის ჩატარებისას.

სტადია 2: ამ სტადიას ახასიათებს ზომიერი ტკივილი. დეგენერაციული პროცესები დაწყებულია, ხრტილები განიცდიან ცვლილებებს, მალთაშუა დისკებს შორის ნაპრალები ვიწროვდება.
ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტები დაგეხმარებათ გაუმკლავდეთ ტკივილს.

სტადია 3: მესამე სტადიაში ხდება ხერხემლის დეფორმაცია, წარმოქმნება თიაქარები და ფიბროზული  უბნები.
კვალიფიციური ექიმი ჯერ კიდევ შეიძლება დაეხმაროს პაციენტს მკურნალობის კონსერვატიული მეთოდებით, ან საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.

სტადია 4: წარმოქმნილი ცვლილებები შეუქცევადია. ადამიანი დამოუკიდებლად ვეღარ გადაადგილდება. მალთაშუა სივრცე ივსება პათოლოგიური ძვლოვანი ქსოვილით. ამ ეტაპზე პაციენტი ინვალიდდება.

ოსტეოქონდროზის ლოკალიზაცია

ოსტეოქონდროზის სამი ტიპი არსებობს:

  • კისრის;
  • გულმკერდის;
  • წელის.

წელის ოსტეოქონდროზი

ხერხემლის წელის არეში ხუთი მალაა.
მალთაშუა დისკის სხეულში მეტაბოლური პროცესებისა და კვების დარღვევების გამო,  იგი კარგავს ელასტიურობას, მცირდება ზომაში და ვეღარ  რეაგირებს მიღებული დატვირთვის პროპორციულად.

წელის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:

  • ყრუ  ან მწვავე ტკივილები წელის, ფეხების, გავისა და მენჯის არეში, რომელიც მოძრაობისას მატულობს.
  • შებოჭილობა, მგრძნობელობის მოშლა;
  • გამწვავებისას  ქვედა კიდურების კუნთების სისუსტე;
  • შარდვის დარღვევა.

წელის ოსტეოქონდროზი მრავალ გართულებას იწვევს: იშიაზი,  თიაქარი, პროტრუზიები.
განსაკუთრებით საშიშია ზეწოლა ზურგის ტვინზე, რამაც შემდგომში შეიძლება გამოიწვიოს ქვედა კიდურების დამბლა. დროულად მიმართეთ ექიმს.

კისრის ოსტეოქონდროზი

ხერხემლის კისრის მიდამოში  შვიდი მალაა, რომლებიც განიცდიან რეგულარულ დატვირთავს, რადგან კისერი სხეულის ძალიან მოძრავი ნაწილია, რომელსაც უჭირავს თავი.

კისრის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:

  • ვერტიგო (თავბრუსხვევა);
  • სხვადასხვა ხასიათის თავის ტკივილი;
  • დისკომფორტი გულის არეში, “წვის” შეგრძნება;
  • თვალებში ჩაბნელება, შეგრძნება თითქოს თვალებში რაღაც დაფრინავს;
  • სმენის დაქვეითება, ტინიტუსი;
  • ტკივილი ზედა კიდურებში და მხრებში;
  • ხელების დაბუჟება

პროფესიონალები კისრის ოსტეოქონდროზს საშიშად მიიჩნევენ.
დაავადება აფერხებს თავის ტვინის სისხლით მომარაგების პროცესს.  პროტრუზიის გამოვლენა თიაქრის წარმოქმნის მაუწყებელია.
ხერხემლის სვეტის ამ ნაწილში ქირურგიული ჩარევა დაკავშირებულია დიდ რისკებთან.

გულმკერდის ოსტეოქონდროზი

ოსტეოქონდროზის ეს ფორმა შედარებით იშვიათია.
გულმკერდის ოსტეოქონდროზის სიმპტომებია:

  • ტკივილი ან შებოჭილობის შეგრძნება გულმკერდში;
  • ტკივილი ბეჭთაშუა არეში ხელების აწევისას;
  • მგრძნობელობის ნაწილობრივი დაკარგვა;
  • გამწვავებისას  ჩნდება 2 დამახასიათებელი ნიშანი: დორსაგო და დორსალგია.

დორსაგოს დროს აღინიშნება მწვავე ტკივილი, ჰაერის უკმარისობა. დორსალგიის დროს ადგილი აქვს ზომიერ, მაგრამ მზარდ ტკივილს გულმკერდის არეში.
გულმკერდის ოსტეოქონდროზი ხშირად ერევათ სხვა პათოლოგიურ მდგომარეობებში: გულის შეტევა, პნევმონია, სტენოკარდია და სხვა.

ოსტეოქონდროზის დიაგნოსტიკა

პაციენტის ჩივილების გაცნობის შემდეგ, ექიმი ათვალიერებს მას, ამოწმებს მტკივნეული უბნების მგრძნობელობას.
ინიშნება ლაბორატორიული კვლევები – მათ შორის სისხლში კალციუმის დონის განსაზღვრა. შემდგომში, ასევე ექიმის მიერ ინიშნება კვლევები:

  • ხერხემლის არტერიების ულტრაბგერითი კვლევა;
  • ხერხემლის სვეტის მთლიანი, ან  გარკვეული ნაწილის რენტგენი;
  • კომპიუტერული ტომოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია.

ოსტეოქონდროზის მკურნალობა

დაავადება მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას. მთავარი ამოცანაა ტკივილის შემსუბუქება, კუნთების მოდუნება და მოძრაობის გაიოლება, შებოჭილობის მოხსნა.
თვითმკურნალობა დაუშვებელია.

წამლისმიერი  თერაპია

ინიშნება არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები. როგორც წამლის ჯგუფის სახელწოდებიდან ჩანს, ეს წამლები ებრძვიან ანთებას და აყუჩებენ ტკივილს.
მეორე  კომპონენტია მიორელაქსანტები, რომლებიც ხსნიან კუნთების სპაზმს, ასევე ტკივილსაც.
გამოიყენება გარეგანი საშუალებებიც, გაგრილების ან გათბობის ეფექტით, – ასევე ამცირებენ ტკივილს.
ნერვული ქსოვილის რეგენერაციის მიზნით ინიშნება B ჯგუფის ვიტამინები.

ფიზიოთერაპია

ეფექტური მკურნალობის ალბათობა პირდაპირ დამოკიდებულია მედიკამენტების, ფიზიოთერაპიის, მასაჟის, მანუალური თერაპიის და სხვ. კომბინაციაზე.
კომპლექსური მკურნალობა  ინიშნება მკაცრად ინდივიდუალურად, დაავადების ხარისხის, თანმხლები პათოლოგიებისა და უკუჩვენებების გათვალისწინებით.

ქირურგია

ოსტეოქონდროზი იშვიათად საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას. ხერხემალი რთული სტრუქტურაა, მასში კონცენტრირებულია მრავალი ნერვული დაბოლოება, რომლებიც  არეგულირებენ მთლიანი ორგანიზმის ფუნქციონირებას.
გართულებების მაღალი რისკის გამო ქირურგიულ ჩარევას იშვიათად მიმართავენ, მხოლოდ ყველაზე რთულ სიტუაციებში, როდესაც სხვა მეთოდები არაეფექტურია.

ხერხემლის ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა

  • პრევენციაზე უნდა იფიქროთ ჯერ კიდევ ბავშვობაში: აკონტროლეთ თქვენი პოზა ვარჯიშისა და ჭამის დროს.
  • გამოიმუშავეთ სწორი ჩვევები: დაჯექით ისეთ პოზაში, როცა ხერხემალი სწორი რჩება და მხრები მოდუნებული.
    შეარჩიეთ ისეთი ავეჯი, რომელიც მაქსიმალურად „გამართავს“ თქვენს ზურგს, საშუალებას მოგცემთ იჯდეთ რაც შეიძლება ღრმად.
  • პერიოდულად დაისვენეთ, შეიცვალეთ სხეულის პოზიცია, მოდუნდით.
    მძიმე ნივთები ატარეთ  ზურგჩანთით, ორთოპედიული უკანა კედლით. დიდხანს არ დადგეთ  ერთ ადგილზე, სტატიკური პოზაში, განსაკუთრებით აწეული ხელებით.
    ხერხემლის არასწორი მოხრა აზიანებს იოგებსა და მალთაშუა დისკებს.
  • სერიოზულად მოეკიდეთ უსაფრთხოებას ტრენაჟორებზე ვარჯიშისას. შეისწავლეთ კონკრეტული ტრენაჟორის გამოყენების წესები;
  • შეიძინეთ სპეციალური სარბენი ფეხსაცმელი, თუ გიყვართ ამ ტიპის ფიზიკური აქტივობა. ამორტიზირებადი ეფექტის მქონე ფეხსაცმლის ძირი დაიცავს ხერხემალს უარყოფითი ზემოქმედებისგან; კარგია ცურვა;
  • იძინეთ მაგარ ლეიბზე;
  • აუცილებელია რეგულარული, ზომიერი ფიზიკური აქტივობა.

წყარო: https://santerramed.ru/napravleniya/nevrologiya/zabolevaniya/osteokhondroz.html

ოსტეოქონდროზიFB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ოსტეოქონდროზი – დეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება მალთაშუა ხრტილები და ძვლის სტრუქტურა
⭕️ ჯანმრთელი ადამიანის ხერხემლის სვეტში დისკები ამსუბუქებენ ხერხემლის დატვირთვას და ამცირებენ დაძაბულობას. დაავადების დროს ხდება ამ პროცესების მოშლა და ჩნდება ტკივილი
🔎 ხერხემლის ოსტეოქონდროზის სიმპტომები მოიცავს:
➡️ რეგულარული ან ეპიზოდური ტკივილი ზურგის არეში;
➡️ კუნთების დაძაბულობა;
➡️ კისრის ან წელის არეში ე. წ. ,,ჭიანჭველების ცოცვის” შეგრძნება;
➡️ გამჭოლი ტკივილები ზურგის არეში;
➡️ ტკივილი ხელების ზემოთ აწევისას, ან თავის რხევითი მოძრაობების დროს;
➡️ პერიოდულად განმეორებადი თავბრუსხვევა;
➡️ ხმაური ყურებში;
➡️გულისრევის შეგრძნება
👨‍⚕️ თუ ზემოთ ჩამონათვალში ნაცნობ სიმპტომებს აღმოაჩენთ, აუცილებლად ეწვიეთ ექიმს, რომელიც დაგინიშნავთ დიაგნოსტიკურ ტესტებს. თუ პათოლოგია გამოვლინდა, ინიშნება მკურნალობა დაავადების პროგრესირებისა და შემდგომი გართულებების თავიდან ასაცილებლად
📌 დაავადება მოითხოვს ინტეგრირებულ მიდგომას. მთავარი ამოცანაა ტკივილის შემსუბუქება, კუნთების მოდუნება და მოძრაობის გაიოლება, შებოჭილობის მოხსნა
❗️ თვითმკურნალობა დაუშვებელია
💊 წამლისმიერი თერაპიის დროს ინიშნება:
✅ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებები;
✅ მიორელაქსანტები, რომლებიც ხსნიან კუნთების სპაზმს, ასევე ტკივილსაც;
✅ გარეგანი საშუალებები გაგრილების ან გათბობის ეფექტით, რომლებიც ასევე ამცირებენ ტკივილს;
✅ B ჯგუფის ვიტამინები – ინიშნება ნერვული ქსოვილის რეგენერაციის მიზნით
📢 ეფექტური მკურნალობის ალბათობა პირდაპირ დამოკიდებულია მედიკამენტების, ფიზიოთერაპიის, მასაჟის, მანუალური თერაპიის და სხვ. კომბინაციაზე
💉 გართულებების მაღალი რისკის გამო ქირურგიულ ჩარევას იშვიათად მიმართავენ, მხოლოდ ყველაზე რთულ სიტუაციებში, როდესაც სხვა მეთოდები არაეფექტურია
👉 გაიგეთ მეტი ოსტეოქონდროზის შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/38VbuCC
#ოსტეოქონდროზი #კისრისოსტეოქონდროზი #გულმკერდისოსტეოქონდროზი #წელისოსტეოქონდროზი #ოსტეოქონდროზისსიმპტომები #ოსტეოქონდროზისნიშნები #ოსტეოქონდროზისმკურნალობა #მალთაშუახრტილები #ძვლისსტრუქტურა #ხერხემლისდატვირთვა #რაარისოსტეოქონდროზი #ტკივილიზურგისარეში #კუნტებისდაძაბულობა #ტკივილიხელებისზემოთაწევისას #ტკივილითავისრხევითიდროს #თავბრუსხვევა #ხმაურიყურებში #გულისრევისშეგრძნება #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 ,  3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

♦ ! ყიდვისას, ამაზონზე გადადით ჩვენი საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან. ასეთ შემთხვევაში ფასები გამოსხივდება რეგიონალური და აქციური ფასდაკლებებით. 
♦  ამაზონი ფასდაკლებებით. სრული ქართული სია
♦ როგორ გამოვიწეროთ ნივთები ამაზონიდან?
♦ როგორ უნდა გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია „ამაზონიდან“ ?
♦ როგორ შევარჩიოთ ყველაზე რეიტინგული საქონელი ,,ამაზონზე” ?
♦ ამაზონი“ – ეკონომიის გაკეთების საშუალებები
♦ კონსულტაციები ამაზონიდან გამოწერის შესახებ და დახმარებები გამოწერაში (ქართული საიტების სია)
 ბანდაჟები, ორთოპედიული საქონელი ქართულ ინტერნეტში

პრეზენტირება სოციალურ ქსელებში

1
#მალთაშუახრტილები #ძვლისსტრუქტურა #ხერხემლისდატვირთვა #ოსტეოქონდროზისსიმპტომები #ტკივილიზურგისარეში #კუნტებისდაძაბულობა #ტკივილიხელებისზემოთაწევისას #ტკივილითავისრხევითიდროს #თავბრუსხვევა #ხმაურიყურებში #გულისრევისშეგრძნება #გულისრევა #ოსტეოქონდროზისმიზეზები #ბრტყელტერფიანობა #ჭარბიწონა #ნაკლებმოძრავიცხოვრებისწესი #სიმძიმეებისხშირიაწევა #ჭარბიფიზიკურიდატვირთვასპორტსმენებში #ტრავმები #ხერხემლისოსტეოქონდროზისსტადიები #კისრისოქტეოქონდროზი #გულმკერდისოსტეოქონდროზი #წელისოსტეოქონდროზი #წელისოსტეოქონდროზი #წელისოსტეოქონდროზისსიმპტომები #ტკივილებიწელისარეში #ტკივილებიგავისარეში #ტკივილებიმენჯისარეში #მგძნობელობისმოშლა

2
#ქვედაკიდურებისკუნთებისსისუსტე #შარდვისდარღვევა #იშიაზი #თიაქარი #პროტრუზიები #კისრისოსტეოქონდროზი #კისრისოსტეოქონდროზისსიმპტომებია #ვერტიგო #თავბრუსხვევა #დისკომფორტიგულისარეში #თვალებშიჩაბნელება #სმენისდაქვეითება #ტინიტუსი #ტკივილიზედაკიდურებში #ტკივილიმხრებში #ხელებისდაბუჟება #გულმკერდისოსტეოქონდროზი #ტკივილიგულმკერდში #შებოჭილობაგულმკერდში #ოსტეოქონდროზისდროსგამოსაყენებელისაშუალებები #აღნაგობისკორექტორები #ორთოპედიულიკორსეტები #კისრისბანდაჟები #კისრისკორესეტები #მხრისბანდაჟები #ზურგისბანდაჟები #გულმკერდისბანდაჟები #წელისბანდაჟები #გავაწელისბანდაჟები #გავაწელისკორსეტები #წელისქამრები
3.
#ბეჭებისსიმხურვალე #ბეჭებისწვადაოფლიანობა #ბეჭებისწვადატკივილი #ბეჭისტკივილიგულისმხარეს #გულისტკივილისწამალი #გულისჭვალი #გულმკერდისდაზურგისტკივილი #გულმკერდისკუნთისგაციება #გულმკერდისოსტეოხონდროზი #გულმკერდისძვალისტკივილი #ვარჯიშებიკისრისოსტეოქონდროზისდროს #ზურგისკუნთისანთება #ზურგისტკივილიწოლისდროს #ზურგისწვა #ზურგისჭვალი #კისრისდაბეჭისტკივილი #კისრისდაჭიმვა #კისრისკუზი #კისრისმარილები #კისრისოსტეოქონდროზი #კისრისოსტეოქონდროზისვარჯიში #კისრისოსტეოქონდროზისსიმპტომები #კისრისსამკურნალომასაჟი #კისრისტკივილისმალამო #კისრისხრაშუნი
4.
#მარცხენაბეჭისწვა #მასაჟიკისრისოსტეოხონდროზისდროს #მკერდისძვლისტკივილი #ოსტეოქონდროზიდათავბრუსხვევა #ოსტეოქონდროზიდაყავა #ოსტეოქონდროზისდროსკვება #ოსტეოქონდროზისექიმი #ოსტეოქონდროზისმალამო #ოსტეოქონდროზისსიმპტომები #ოსტეოხონდროზიდამაღალიწნევა #ოსტეოხონდროზისიმპტომები #ოსტრეოქონდროზისმკურნალობა #რაარისოსტეოქონდროზი #რამიცისბეჭებისწვა #წელისოსტეოქონდროზისსიმპტომები #ხერხემალიდასუნთქვა
#ხერხემლისოსტეოქონდროზი #მასაჟიოსტეოქონდროზისდროს

  1. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/5147111575337625?__cft__[0]=AZWcr2Pl7XPTFmnm5JNrbZYlc-j-4dpvWVfFf0hiL8-B_S8Z4zrYD86kHrJA_RYUZQfTJuPkgcyZOWznrWBHYYVBhYQHo4hf0Jm-oKXOo540rZ7Mf_oRUKfxYuj6D_nabpr8ngIJMKOC4q2OzkzqCsHszIIfqSo5WWTtvXuQW08B5aoL_xe9L-JLpTzvCnLygks&__tn__=%2CO%2CP-R
  2. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/5152123808169735?__cft__[0]=AZWeliiojc7VkZ1jytZMxOv6-eAYUeawGSM264FmGfF8y5ra8v6kS-CfSfPKQA85W6IHdAexy1YTyUJc2F5j_J5VjU8xv7Oy_Gnh8YcB4Mw2gF3v9xg7WjrXbCqJvIER4ALBXswHQ9PvGlDQOoKH6TfpHjsoRVnzbfkVTt3KVP6iZ8WhJ17EN8siQ3xsNXa3Ipo&__tn__=%2CO%2CP-R
  3. https://www.facebook.com/Medgeo.Nett/posts/5155453794503403?__cft__[0]=AZWmD-LmxiHhT6hqgQwETEkYOdY_T4rih8fwfoIth97IwP9eaCeh6D3vgrpuME4nZEMwmrxp93rBmHJmvahqZuuhf5LBkFAK54oMKYiw9cbFsLTF9n4vvHrCB2shzGkZFenjN_7UJnQMdNZtPRL3q2N51pGaSGbnGcXX9L0-xtngwDAr2imHwA_ShYASabzIuMc&__tn__=%2CO%2CP-R
  4. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=5121776357918936&id=454128014683817&__cft__[0]=AZWg6JcgPnfny_1tvEe6RrYwV9vo5kO-e0DT51rwAHfba1XH-OeE9rOmTkVslVegnbJ450kLx6gHICXOMkxM7vKbqs7oase7HoXSOloDuGbfM0DZuNsglPe7YjNiZ1_Ctw8GWL7-XRIsKMjCsHeUMolUudkW9WQhuUmjbkGMgBVx8w&__tn__=%2CO%2CP-R

გადასვლა >>  ნერვული სისტემის დაავადებები