პერინუკლეური სივრცე

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერინუკლეური სივრცე – (spatium perinucleare ბერძნ. peri – ახლოს და ლათ.nucleus – ბირთვი) სივრცე ბირთვის მემბრანის გარე და შიგა ფურცლებს შორის. მისი ზომა ფართო ფარგლებში მერყეობს. საშუალოდ ის 100 – 200 Ao – ს უდრის, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება 1000 Ao – საც მიაღწიოს. მრავალი მკვლევარის მონაცემების თანახმად, ამ სივრცის შიგთავსი ქიმიური შემადგენლობით ენდოპლაზმური ბადის ღრუების (ცისტერნების) ნივთიერების მსგავსია. პერინუკლეური სივრცე არხების საშუალებით უერთდება ენდოპლაზმური ბადის მილაკოვან სისტემებს. სინათლის მიკროსკოპიის დროს პერინუკლეური სივრცით აღნიშნავენ ბირთვის გარშემო ციტოპლაზმის ნათელ ფერსოს, რომელიც შეიმჩნევა ნერვულ უჯრედებსა (იხ.პერიკარიონი) და სხვა უჯრედებში, განსაკუთრებით პათოლოგიის შემთხვევაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook