პერიოდული ოჯახური დამბლა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერიოდული ოჯახური დამბლა – მემკვიდრეობითი დაავადება, რომელიც ხასიათდება კიდურების დუნე დამბლის უეცრად განვითარებული გარდამავალი შეტევებით. ეტიოლოგია, პათოგენეზი. დაავადების მიზეზი ცნობილი არ არის. პათოგენეზს საფუძვლად უდევს სისხლში კალიუმის დონის გარდამავალი დარღვევა. სიმპტომები, მიმდინარეობა. კუნთოვანი სისუსტის პირველი ნიშნები ვლინდება ბავშვობაში ან ახალგაზრდა ასაკში. ხშირად შეტევა იწყება დილით. კუნთების დამბლა ჩვეულებრივ მაქსიმუმს აღწევს საათის განმავლობაში, სიმეტრიულად მოიცავს კიდურებს; ზოგჯერ აღინიშნება მხოლოდ ქვედა კიდურების სისუსტე. ბულბარული, თვალის მამოძრავებელი და რესპირატორული კუნთები პროცესში ჩვეულებრივ არ ერთვება. დამბლა დუნეა, ჰიპოტონიითა და არეფლექსიით; მგრძნობელობა შენარჩუნებლია. ცნობიერება არ ირღვევა. ტიპიურია სისხლში კალიუმის დონის დაწევა. დამბლა გრძელდება რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე. შეტევებს შორის პერიოდში ავადმყოფები პრაქტიკულად ჯანმრთელები არიან. ამგვარად, დაავადება შეიძლება ჩაითვალოს კეთილთვისებიანად. მხოლოდ ძალიან იშვიათ შემთხვევებში პროცესში რესპირატორული მუსკულატურის ჩართვამ შესაძლებელია გამოიწვიოს სიკვდილი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook