პერტესის დაავადება

პერტესის დაავადება – ბარძაყის ძვლის თავის ერთი ან ორმხრივი ასეპტიკური ნეკროზი, რომელიც უპირატესად აღინიშნება 4 – 10 წლის ასაკის ბავშვებში. დაავადების განვითარებაში გარკვეულ როლს თამაშობს ბარძაყის ძვლის თავის სისხლმომარაგების დარღვევა, ასევე კონსტიტუციური, გენეტიკურად განპირობებული ფაქტორები. დაავადება ვლინდება ტკივილით, სიკოჭლით; დამახასიათებელია ამ სიმპტომების თვითნებურად გაქრობა და მათი განახლება 3 – 4 თვის შემდეგ. დათვალიერებისას ვლინდება სახსარში მოძრაობის შეზღუდვა, ქვედა კიდურების კუნთების ატროფია, შორს წასულ შემთხვევებში – ქვედა კიდურის დამოკლება დაზიანებულ მხარეზე. მკურნალობის ადრეულ სტადიაზე დაწყებისას შესაძლებელია სრული აღდგენა, სხვა შემთხვევებში ხდება ბარძაყის ძვლის თავის დეფორმაცია.


Share this...Share on Facebook
Facebook