პირველი რიგის ოოციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირველი რიგის ოოციტები – (oocyti ბერძნ.oon – კვერცხი და cytos – უჯრედი. სინ.ოვოციტები) ოოგონიებიდან განვითარებული მდედრობითი სასქესო უჯრედები, რომლებიც ოოგენეზის ზრდის პერიოდში არიან. მათ ახასიათებს ქრომოსომათა დიპლოიდური რიცხვი. ზრდის პერიოდში პირველი რიგის ოოციტების ბირთვებში გამოვლინდება ქრომოსომები, რაც არის ერთ – ერთი ნიშანი ოოციტების მომზადებისა მომწიფების გაყოფისადმი (მეიოზური, რედუქციული გაყოფისადმი), რომლის შედეგად პირველი რიგის დიპლოიდური ოოციტისაგან წარმოიქმნება მეორე რიგის ჰაპლოიდური ოოციტი და მიმართებითი სხეულაკი (იხ.ოვოციტები). ტერმინი შემოღიო ბოვერიმ (1891). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook