პლაზმაფარეზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლაზმაფარეზი – პლაზმის შენაცვლების მეთოდი სითხის ადეკვატური მოცულობით, რომელიც გამოცალკევებულია სეპარატორის მეშვეობით ავადმყოფის სისხლიდან; შენაცვლებად ხსნართან ერთად ორგანიზმში აბრუნებენ ავადმყოფის სისხლის უჯრედებს. პლაზმაფერეზს იყენებენ სისხლის პლაზმის პათოგენური კომპონენტების მოსაცილებლად, სისხლის მომატებული წებვადობის სინდრომის, ჰემოფილიის, თრომბოციტოპენიური პურპურის, ნაყოფისა და ახალშობილის ჰემოლიზური დაავადების, გაფანტული სკლეროზის და სხვ. დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook