პლაზმური მემბრანა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პლაზმური მემბრანა – (membrana plasmatica სინ. ციტოპ­ლაზმური მემბრანა, ციტოლემა, პლაზმოლემა, „უჯრედის გარსი“) თხელი ციტოპლაზმური აპკი, რომლის გარსის სისქე 70 – 120 Ao – ის ტოლია. ის შედგება ორი ელექტრონული მკვრივი შრისაგან (20 – 40 Ao სისქის), რომლებიც გაყოფილია 30 – 50 Ao ტოლი განივკვეთიანი ნა­თელი შორისებით. მემბრანის მკვრივი შრეები შეიცავს ცილოვან ნივთიე­რებებს, მათ შორის სივრცე კი – ლიპიდებს. თანამედროვე წარმოდგენით, პლაზმოლემა შედგება ლიპიდების ბიმოლეკულური შრისაგან, რომლის ორივე მხარეს პროტეინული მონოშრეებია. ციტოლემა ფარავს უჯრე­დის ზედაპირის ყველა წანაზარდს, აგრეთვე, არცთუ იშვიათად, ქმნის ნაკეცებს, რომლებიც ღრმად შედიან ციტოპლაზმაში. უკანასკნელ შემ­თხვევაში ნაკეცები აღინიშნება როგორც ციტომემბრანები, ანუ მეტა­ვეზიკულური მემბრანები. პლაზმური მემბრანა დიდ როლს ასრულებს უჯრედის შეღწევადობის პროცესებში, კერძოდ, პინოციტოზის, როფეოციტოზისა და ფაგოციტოზის მოვლენებში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook