პოსტჰეპატიტური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოსტჰეპატიტური სინდრომი – (პოსტჰეპატიტური ჰიპერბილირუბინემია, სიყვითლე პოსტჰეპატიტური) სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება ნარჩენი მსუბუქი ჰიპერბილირუბინემიით, სისხლში უპირატესად არაპირდაპირი (თავისუფალი) ბილირუბინის შემცველობის მომატებით, რაც ვლინდება ავადმყოფთა ნაწილში, რომლებმაც გადაიტანეს მწვავე (ჩვეულებრივ ვირუსული) ჰეპატიტი, ღვიძლის სხვა ფუნქციონალური და მორფოლოგიური ცვლილებების ნიშნების გარეშე. ზოგჯერ ავადმყოფებს აღენიშნებათ საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, მსუბუქი დისპეფსური მოვლენები. ღვიძლი ჩვეულებრივ ნორმალური ზომისაა ან მცირედ გადიდებული, მსუბუქი, უმტკივნეულოა. რამდენიმე კვირის ან თვის განმავლობაში აღინიშნება სიმპტომების სრული რეგრესი. მკურნალობა. ავადმყოფებს სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ. დიეტა: ცხარე და ცხიმიანი საკვების, ალკოჰოლური სასმელების გამორიცხვა. რეკომენდებულია მსუბუქი ნაღვლმდენი საშუალებები კურსობრივად, ვიტამინოთერაპია.ავადმყოფთა შრომისუნარიანობა შენარჩუნებულია, მაგრამ აუცილებელია ფიზიკური და ნერვული გადაძაბვების შეზღუდვა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook