პრეეკლამფსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პრეეკლამფსია – ორსულთა გვიანი ტოქსიკოზის მძიმე ფორმა წინ უძღვის ეკლამფსიის განვითარებას. პერიფერიული შეშუპებების, არტერიული ჰიპერტენზიისა და პროტეინურიის ფონზე ვითარდება თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის დარღვევის ნიშნები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სიმძიმის შეგრძნება კეფასა და შუბლის არეში, მხედველობის დარღვევა, სისუსტე, ძილიანობა, ან პირიქით აგზნება, ეიფორია, უძილობა, ხმაური ყურებში. საკმარისია რაიმე უფრო ინტენსიური გამღიზიანებლის ზემოქმედება, რათა განვითარდეს ეკლამფსიის შეტევა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook