პრობლემური სიტუაცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პრობლემური სიტუაცია – (ფსიქოლოგია) (ბერძ. problema – ამოცანა, დავალება და ლათ. situatio – მდგომარეობა) – 1. წინააღმდეგობის შემცველი და ერთმნიშვნელოვანი გადაწყვეტილების არმქონე გარემოებებისა და პირობების თანაფარდობა, რომლებშიც იშლება ინდივიდის ან ჯგუფის მოქმედება; 2. აზროვნების წარმოშობის პირობების ფსიქოლოგიური მოდელი, სიტუაციურად წარმოქმნილი შემეცნებითი მოთხოვნილების საფუძველზე; სუბიექტის კავშირის ფორმა შემეცნების ობიექტთან. პრობლემური სიტუაცია ახასიათებს სუბიექტისა და მისი გარემოს ურთიერთმოქმედებას, ასევე პიროვნების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, ობიექტური და წინააღმდეგობრივი გარემოს ჩათვლით. მოღვაწეობის პროცესში რაიმე წინააღმდეგობის გაცნობიერება იწვევს მოთხოვნილების გაჩენას ახალი ცოდნის მისაღებად, იმ უცნობისა, რომელიც გადაწყვეტდა წარმოქმნილ წინააღმდეგობას. პრობლემურ სიტუაციაში უცნობის ობიექტივაცია, ხორციელდება კითხვის ფორმით, რომელიც დასმულია საკუთარი თავისადმი და წარმოადგენს სუბიექტის ობიექტთან აზრობრივი ურთიერთქმედების საწყის რგოლს. რამდენადაც სუბიექტის ,,გარემოცვაში” შედიან არა მარტო ობიექტები, არამედ სოციალური გარემოც, ამდენად გენეტიკურად პირველადია კითხვის დაყენება, მიმართული არა საკუთარი თავისადმი, არამედ სხვა ადამიანისადმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook