მკურნალობა უცხოეთში


ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროთრომბინი – (პრო… და თრომბინი), ადამიანისა და ცხოველის სისხლის პლაზმის ცილა. სისხლის შედედების სისტემის მნიშვნელოვანი კომპონენტი. პროთრომბინი გლიკოპროტეიდია, შეიცავს 12% – მდე ნახშირწყლებს. მოლეკულური მასა დაახლ. 70000. პროთრომბინი ფერმენტ თრომბინის წინამორბედია, თრომბინი კი სტიმულს აძლევს თრომბინის ფორმირებას. ორგანიზმში პროთრომბინის თრომბინად აქტივაცია მიმდინარეობს პროთრომბინაზით. პროთრომბინის ბიოსინთეზი, რომელსაც არეგულირებს K ვიტამინი, მიმდინარეობს ღვიძლის უჯრედებში. K ვიტამინის ნაკლებობა იწვევს პროთრომბინის ანომალიური მოლეკულების წარმოქმნას და აქვეითებს პროთრომბინის თრომბინად გარდაქმნის უნარს. [“1”] 2. სისხლის პლაზმის ცილა, რომელსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია სისხლის შედედების პროცესში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Comments are closed.

nostalgia

vaka