პროფესიონალური შერჩევა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროფესიონალური შერჩევა – (ფსიქოლოგია) ფსიქოლოგიური შერჩევის სახესხვაობა. წარმოადგენს საშუალებათა სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ადამიანისა და პროფესიების ურთიერთშესაბამისობას მოღვაწეობის იმ სახეებში, რომლებიც ხორციელდება ნორმატიულად მოცემულ საშიშ პირობებში (ჰიგიენური, მიკროკლიმატური, ტექნიკური, სოციალურ – ფსიქოლოგიური), რომელიც ადამიანისაგან მოითხოვს მაღალ პასუხისმგებლობას, ჯანმრთელობას, მაღალ შრომისუნარიანობას და დავალების შესრულების სიზუსტეს, მდგრად ემოციურ – ნებით რეგულაციას. პროფესიული შერჩევის საფუძველს წარმოადგენს პროფესიის კონკრეტული ნორმატიული მახასიათებლები: სოციალური (ფუნქციები, ამოცანები, მიზნები); ოპერატიული (შესრულების სიზუსტე; დროითი, სივრცითი, ლოგიკური მახასიათებლები); ორგანიზაციული (ჰიგიენური, სოციალურ – ფსიქოლოგიური, ფსიქოფიზიოლოგიური შრომის პირობები), რომლების საშუალებას აძლევს ექიმებს, ფსიქოლოგებს, ფიზიოლოგებს მოახდინონ მეთოდების შერჩევა, დამუშავება, ადაპტირება, შექმნან შერჩევის პრიცედურა და ჩაატარონ კანდიდატის დიაგნოსტიკა, მის შესაბამისობაზე კონკრეტული პროფესიისადმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook