პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი)

პტერიგიუმი (ფრთისებრი აპკი) – (თვალის დაავ.) კონიუნქტივის სამკუთხედის ფორმის ნაკეცი, რომელიც გადადის რქოვანაზე შიგნითა, იშვიათად გარეთა მხრიდან. ზრდა ნელა მიმდინაეობს. მხედველობა უარესდება, როდესაც ფრთისებრი აპკი აღწევს გუგის მიდამოს. ეტიოლოგია. ქარით, მტვრით, მძაფრი ანაორთქებისგან და ა.შ. კონიუნქტივის ქრონიკული გაღიზიანება. ცრუ პტერიგიუმი, რომელიც რქოვანაზე გადადის ნებისმიერი მხრიდან, წარმოიქმნება კონიუნქტივის ნაკეცის რქოვანას დაზიანებულ ზედაპირთან (წყლული, დამწვრობა) შეხორცების შედეგად.


გაფრთხილება!
ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

.

Share this...Share on Facebook
Facebook