პუნქცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პუნქცია – (ლათ. punctio – ჩხვლეტა) დიაგნოსტიკური ან სამკურნალო მანიპულაცია: ქსოვილების, პათოლოგიური წარმონაქმნების, სისხლძარღვის კედლის, ორგანოს ან სხეულის ღრუს ჩხვლეტა ღრუ ნემსით ან ტროაკარით. დიაგნოსტიკური პუნქცია საშუალებას იძლევა მივიღოთ მასალა (ქსოვილი, სითხე) პათოლოგიური წარმონაქმნიდან, სისხლძარღვიდან, ორგანოდან ლაბორატორიული გამოკვლევისათვის დიაგნოზის დაზუსტების მიზნით. სამკურნალო მიზნებისათვის პუნქცია გამოიყენება მაგ. სამკურნალო პრეპარატების შესაყვანად, სისხლისა და მისი კომპონენტების, სისხლის შემცვლელების და სხვ. შესაყვანად სისხლძარღვში, სისხლის აღების მიზნით, ღრუდან ან კერიდან ჩირქის, ჩაღვრილი სისხლის, აირის და სხვ. ევაკუაციის მიზნით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook