ჟაკე – დარიეს სინდრომი ერუპტული ჰიდრადენომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჟაკე – დარიეს სინდრომი ერუპტული ჰიდრადენომა – სირინგოცისტოადენომა. საოფლე ჯირკვლის ადენომა. ხშირად  გვხვდება ქალებში  –  კისერზე, გულ – მკერდის წინა ზედაპირზე და მუცლის არეში. კანზე აღინიშნება პატარა ხორკლები, ქინძისთავის ოდენობიდან ცერცვის მარცვლის სიდიდემდე. მრგვალი ან ოვალური, კანის ფერის ან მოყვითალოა, სადა ზედაპირით და რბილი კონსისტენციისაა. სუბიექტურ გამოვლინებებს არ იწვევს და არ ახასიათებს ავთვისებიანი გადაგვარება. წარმოიქმნება საოფლე ჯირკვლებისა და მათი სადინარების გადაადგილებული ჩანასახებიდან. სინონიმები: ბენიეს კეთილთვისებიანი ცისტადენომა, ნეიმანის სირინგოცისტომა, იარიშის ჰემანგიოენდოთელიომა, ტორეკის სირინგომა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook