რადიკულური სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რადიკულური სინდრომი – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ზურგის ტვინის ფესვის დაზიანებით და გამჭოლი ხასიათის ტკივილით, რომელიც გადაეცემა ფესვის ინერვაციის დისტალურ ზონაში, ინერვაციის არეში მგრძნობელობის დაქვეითებით, მყესის რეფლექსების დათრგუნვით, ფესვის მიერ ინერვირებული კუნთის სისუსტითა და ატროფიით. შესაძლებელია გამოწვეული იყოს ზეწოლით (სიმსივნე, დისკის თიაქარი), ანთებითი პროცესით (მენინგორადიკულიტის დროს), იშემიით, ტრავმით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook