რევმატიული დაავადებები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რევმატიული დაავადებები – თანამედროვე რევმატოლოგია ჩამოყალიბდა მედიცინის დამოუკიდებელ დარგად, რასაც ხელის შეუწყო ე. წ. რევმატიული დაავადებების დიდმა რიცხვმა, რომლებიც გაერთიანებულნი არიან უპირატესად საყრდენ – მამოძრავებელი აპარატის დაზიანების პრინციპით. ამასთან დაკავშირებით, ტერმინმა ,,რევმატიული“ შეიძინა  არართმნიშვნელოვნება და შესაძლოა მივაკუთვნოთ როგორც ჭეშმარიტ რევმატიზმს –  სოკოლსკი  –  ბუიოს დაავადებას (რევმატიული კარდიტი, რევმატიული ქორეა და სხვ.), ასევე რევმატიულ დაავადებებს საერთოდ. რევმატიულ დაავადებების ჯგუფში შედიან დაავადებები, რომლებსაც აქვთ რა საერთო ნიშნები რევმატიზმთან, უმრავლეს შემთხვევაში არსებითად განსხვავდებიან ეტიოლოგიური ფაქტორებით, პათოგენეტიკური მექანიზმითა და კლინიკური გამოვლინებებით. ჩვენს შემთხვევაში რევმატიული დაავადებები წარმოდგენლია 4 ნაწილად: დაავადებები, საკუთრივ სახსრების უპირატესი დაზიანებით; ვასკულიტები და შემაერთებელი ქსოვილის დიფუზური დაავადებები, რომელთაც საფუძვლად უდევთ შემაერთებელი ქსოვილის და მისი წარმოებულების სისტემური იმუნურ – ანთებითი დაზიანება ლოკომოტორული აპარატის პროცესში ხშირი ჩართვით; ჭეშმარიტი რევმატიზმი.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook