რეილ – დეიას სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეილ – დეიას სინდრომი – ვეგეტატიური დისფუნქციის მემკვიდრეობითი ოჯახური სინდრომი, მემკვიდრეობის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ავადდებიან უპირატესად ებრაელები. პატოლოგიურ – ანატომიურად აღინიშნება ზურგის ტვინის უკანა ფესვბისა და უკანა სვეტების ფოკალური დემიელინიზაცია, ჰიპოთალამური მიდამოს რეტიკულური ფორმაციის დეგენერაციული ცვლილებები. ნიშნები: ცრემლდენის შემცირება, წყლულები რქოვანებზე, გარდამავალი ლაქოვანი ერითემა და პუსტოლოზური გამონაყარი კანზე, გაძლიერებული ოფლდენა, გაძლიერებული ემოციური ლაბილობა, ტკივილის მგრძნობელობის და მოძრაობითი კოორდინაციის დაქვეითება, ჰიპორეფლექსია, არეფლექსია, ღებინება, ეპილეპტიფორმული კრუნჩხვა, გარდამავალი არტერიული ჰიპერტენზია, პაროქსიზმული ჰიპერთერმია. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook