რეკლინგჰაუზენ – ენგელის დაავადება

რეკლინგჰაუზენ – ენგელის დაავადება – ჰიპერპარათირეოიდიზმი. დამახასიათებელია ძვლების დემინერალიზაცია, მათი კისტოზური დეგენერაცია, კორტიკალური შრის განლევა, ძვლების დეფორმაცია, პათოლოგიური მოტეხილობის განვითარება, ჰიპერკალციემია, ჰიპოფოსფატემია, შინაგან ორგანოთა კალციფიკაცია, ნეფროლითიაზი, არც თუ იშვიათად კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება. ყოველივე ამას საფუძვლად უდევს პარაფარისებრი ჯირკვლების ჰიპერფუნქცია მათში ჰიპერპლასტიკური ან სიმსივნური პროცესის გამო. [“3”]


Share this...Share on Facebook
Facebook