რესპირაციული ინფექცია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რესპირაციული ინფექცია – 1. ზემო სასუნთქი გზების კატარი, ინფექციურ დაავადებათა ჯგუფი (ძირითადად ვირუსული წარმოშობისა ) რომლებსაც ახასიათებს უმეტესად ზემო სასუნთქი გზების დაზიანება. ინფექციის წყაროა დაავადებული ან ვირუსმატარებელი ადამიანი; ვრცელდება ჰაერ – წვეთოვანი გზით (ლორწოს ან ნერწყვის წვეთებით, ხველების, ცხვირის ცემინების, ლაპარაკის დროს), შეიძლება გავრცელდეს ნივთების მეშვეობითაც (საცვალი, პირსახოცი, ჭურჭელი). რესპირაციულ ინფექციას მიაკუთვნებენ გრიპს, პარაგრიპს, ადენო – , რეო – , რინო – , და ენტეროვირუსულ დაავადებებს, აგრეთვე იმ დაავადებებს რომლებსაც იწვევს მიკოპლაზმები, სტრეპტო –  და სტაფილოკოკები. გადატანილი დაავადება იმუნიტეტს არ ტოვებს. ყველა რესპირაციული ინფექციის (გრიპის გარდა) მიმდინარეობას ახასიათებს ტემპერატურის უმნიშვნელო მომატება და რინიტის, ფარინგიტის, ლარინგიტის, ტრაქეიტის, ბრონქიტის გამოვლინებანი; ზოგჯერ დაერთვის კონიუნქტივიტიც. რესპირაციული ინფექცია თუ არ გართულდა, ჩვეულებრივ 5 – 8 დღეში გამოჯანსაღებით მთავრდება. სპეც. პროფილაქტიკა შემუშავებულია მხოლოდ გრიპისათვის. არასპეც. პროფილაქტიკა კი ყველა რესპირაციული ინფექციისთვის იგივეა, რაც გრიპის დროს. [“1”]  2.  სასუნთქი გზების ინფექციური დაზიანებით მიმდინარე დაავადებები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook