რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეტიკულურ-ენდოთელური სისტემა – რეს, მაკროფაგული სისტემა, მაკროფაგების, ე. ი. ისეთი უჯრედების ერთობლიობა, რომელთაც აქვთ ორგანიზმში მოხვედრილი მიკროორგანიზმების, უცხო ნაწილაკებისა და თვით დაშლილი უჯრედების შეტაცების, შთანთქმის, დაგროვებისა და მონელების, ე. ი. ფაგოციტოზის უნარი (შდრ. მიკროფაგები). რეს – ს შეადგენენ რეტიკულური ქსოვილის, ფაშარი შემაერთებელი ქსოვილისა და სისხლის უჯრედების ნაწილი (რეტიკულოციტები, ჰისტიოციტები, მონოციტები), ღვიძლის, თირკმელზედა ჯირკვლის, ჰიპოფიზისა და ზოგი სხვა ორგანოების კაპილარების კედლების (ენდოთელიუმის) უჯრედები. რეს – ის უჯრედები აქტიურად მონაწილეობენ ნივთიერებათა ცვლაში, ანთების დროს გარდაიქმნებიან ე.წ. პოლიბლასტებად, რომლებიც წმენდენ ანთების კერას და, შესაძლოა მონაწილეობენ ახ. ქსოვილის წარმოქმნაში, ამჟღავნებენ ახლო ნათესაობას სისხლის უჯრედებთან. თუმცა რეს – ის უჯრედები მორფოლოგიურად და ტერიტორიულად განცალკევებულია, ისინი მავნე ზემოქმედებაზე ერთობლივ პასუხობენ ერთნაირი ზოგადი თუ ადგილობრივი თავდაცვითი რეაქციებით და ამიტომაც შეადგენენ ერთიან ფუნქციურ თავდაცვის სისტემას, რომელსაც ი. მეჩნიკოვმა უწოდა მაკროფაგული სისტემა, ლ. აშოფმა კი  –  რეს. ლ. ნათაძე. [“1”]  2.  ორგანიზმის დამცველობითი უჯრედების ერთობლიობა. შთანთქავენ და გადაამუშავებენ ბაქტერიებსა და სხვადასხვა უცხო ან ტოქსიკურ ნაწილაკებს, მონაწილეობენ სისხლის წარმოქმნის პროცესში და ანტისხეულების გამომუშავებაში, ასევე ნივთიერებათა ცვლის პროცესებში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook