რიულფის ინტენციური კრუნჩხვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რიულფის ინტენციური კრუნჩხვა – (J. Rulf, გერმ. ექიმი; ლათ. Intentio გაჭიმვა; სინ.: ქერქული კრუჩხვა) პაროქსიზმული ჰიპერკინეზი კიდურის კუნთების ტონური, იშვიათად კლონური კრუნჩხვებით, რომელიც წარმოიქმნება მკვეთრი მოძრაობის დროს. კლინიკური სურათის ანალიზი საშუალებას იძლევა ვივარაუდოთ, რომ რიულფის ინტენციური კრუნჩხვა წარმოიქმნება  ქერქული და ქერქქვეშა მამოძრავებელი სისტემების დინამიური ურთიერთქმედების ხანმოკლე პერიოდული დარღვევის შედეგად. დაავადება ვითარდება ბავშვობის ან ყმაწვილობის ასაკში და ხასიათდება  სტერეოტიპული კლინიკური გამოვლინებებით. მკვეთრი მოძრობის დროს, მაგ. სწრაფი ადგომის, ან სიარულის დროს წარმოიქმნება  ტერფის კუთების კრუნჩხვა (ხშირად ტონური), რომელიც ვრცელდება წვივზე, ბარძაყში, ხელში, ზოგჯერ სახეზე და ენაზე. კრუნჩხვა გრძელდება რამოდენიმე წუთს. ავადმყოფის ცნობიერება ამ დროს დარღვეული არ არის. შეტევებს გარეშე პერიოდში ორგანული სიმპტომები არ ვლინდება. ცალკეულ შემთხვევებში აღინიშნება კუნთოვანი ტონუსის ზომიერი დაქვეითება და იშვიათი ქორეოათეტოზური ბიძგები. ავადმყოფები შედარებით ადვილად ეგუებიან  საკუთარ მოძრაობით დეფექტს და შეტევის გარეშე თავს ჯანმრთელად გრძნობენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook