რობლეს დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რობლეს დაავადება – ონქოცერკოზი. იწვევს ფილარია. შუალედი პატრონია ქინქლა, საბოლოო ადამიანი. ინფექცია გავრცელებულია აფრიკაში. კანის ფორმის დროს წარმოიშობა პატარა პაპულები, რაც გარდაიქმნება პუსტულებში, რომლებიც წყლულდება. მათ ირგვლივ კანი გახევებული და შეჭმუხვნილია (შაგრენის ტყავი). მიკროფილარიების თვალში მოხვედრისას პიგმენტური შრის ატროფია და პარენქიმულიი კერატიტი. მოზრდილი პარაზიტი ბუდობს კანქვეშა შრეში, იწვევს დიდი კვანძების წარმოშობას (მტრედის კვერცხის ოდენობით), უფრო ხშირად მუხლისა და იდაყვის სახსრის მიდამოში. კვანძი უმტკივნეულოა და იშვიათად, რომ დაჩირქდეს. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook