რობოტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რობოტი – (ინტ.) robot  ანტროპომორფული სისტემა, რომელსაც ცვლადი გარემოს პირობებში მიზანმიმართული მოქმედების უნარი გააჩნია. ხელოვნური ინტელექტისა და ზუსტი მექანიკის სიმბიოზი. ინფორმაციას გარემომცველი ობიექტების, მათი თვისებებისა და ურთიერთქმედების შესახებ რობოტი იღებს მრავალფეროვანი გადამწოდებისაგან, ხელოვნური სმენის, ყნოსვისა და მხედველობის გადამწოდების ჩათვლით. ამ მონაცემების საფუძველზე მძლავრიკომპიუტერული „ინტელექტი“ ქმნის გარემოცვის მოდელს და გამოიმუშავებს მოქმედებათა  თანმიმდევრობის პროგრამას. მათი რეალიზაცია აღმსრულებელი მოტორული ორგანოების – მანიპულატორების საშუალებით ხდება, რომლებსაც შეუძლიათ რთული, ზუსტი და სწრაფი მოძრაობების შესრულება. სპეციალიზებული საწარმოო რობოტები და რობოტიზებული სისტემები თანამედროვე „მაღალი“ ტექნოლოგიების საფუძველს წარმოადგენენ. რობოტები ფართოდ გამოიყენება ფარმაცევტულ წარმოებაში.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook