როზაბალის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

როზაბალის სინდრომი – ხასიათდება ცხიმოვანი ცვლისა და თანდაყოლილი სქესობრივი დარღვევებით (ფრელიხის ადიპოზოგენიტური დისტროფიის მსგავსად), პიგმენტური რეტინიტით, სინდაქტილიით ან პოლიდაქტილიით, გონებრივი განუვითარებლობით (ოლიგოფრენია). აღინიშნება განვითარების მრავალი სხვა დეფექტიც: თვალის მხრივ (სიბრმავე), გულის თანდაყოლილი მანკები, ორმხრივი ჰიდრონეფროზი, თავის ქალას დეფორმაცია, სმენის დაქვეითება, სიყრუე, ქვემო კიდურთა სპასტიკური დამბლები, სახსრებში მოძრაობის სიფართის მომატება, მემკვიდრეობითი დიენცეფალურ – რეტინული დაგენერაცია. სინონიმები: ლორენსის სინდრომი, ჰეტჩინსონის სინდრომი, მუნის სინდრომი, ბარდეს სინდრომი, ბიდლის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლ – ბიმონის სინდრომი, ბარდე – ბიდლის სინდრომი, ლორენს – მუნ – ჰეტჩინსონის სინდრომი, ლორენს – მუნ – ბიდლ – ბარდეს სინდრომი, ბიმონდის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook