რომბერგის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რომბერგის სიმპტომი – (M. H. Romberg, გერმ. ნევროპათოლოგი და თერაპევტი) წონასწორობის დაცვის უუნარობა დგომით მდგომარეობაში მიბჯენილი ტერფებით, წინ გაწეული ხელებით და დახუჭული თვალებით (რომბერგის პოზა). რომბერგის სიმპტომი აღინიშნება ნევრული სისტემის სხვადასხვა ნაწილების დაზიანებისას, რომლებიც მონაწილეობენ სხეულის წონასწორობის რეგულაციაში, წარმოადგენს ატაქსიის გამოვლინებას. სიმპტომი ვლინდება ნათხემის და ცენტრალური ნერვული სისტემის სხვა ნაწილებთან მისი კავშირების დაზიანების დროს, ვესტიბულური ანალიზატორის ფუნქციის მოშლის და სხვ. დროს. რომბერგის პოზა შესაძლოა აღინიშნოს ნევრული სისტემის ორგანული ცვლილებების გარეშეც, მაგ. ნევროზების დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook